WandaVision-ის სპინოფ სერიალი გამოვა სადაც კეტრინ ჰანი მთავარ როლს შეასრულებს

36

Disney Plus ახალ სპინოფ სერიალზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირიც კეტრინ ჰანის აგათა ჰარკნესი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ძლევამოსილი ჯადოქარი ჩვენი გულების დაყრობას შავი იუმორით შეეცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სერიალზე WandaVision-ის შემქმნელები იმუშავებენ.

კეტრინ ჰანს ამ შესრულებამ მსახიობს ემის ნომინაციაც მიაღებინა, თავად სერიალი კი ემის 23 ნომინაციაში იყო წარდგენილი და მარველს პირველი ჯილდოც მოუპოვა.