ბრიტანელ მომღერალს საფრანგეთში საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცეს

150

ელტონ ჯონს საფრანგეთში საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბრიტანელ მომღერალს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი. 72 წლის მუსიკოსის ფონდმა ამ მიმართულებით £310 მილიონზე მეტი გაიღო.

მომღერალს საპატიო ჯილდო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადად გადასცა.