ლონდონში კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა People and Places გაიხსნა

141

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში მოღვაწე მხატვარს, პოეტს და არტ-კრიტიკოსს, კარლო კაჭარავას, პერსონალური გამოფენა არასოდეს ჰქონია. ახლა კი მისი ნახატების კრებული სახელად People and Places ინგლისშია გამოფენილი.

ლონდონის სამხატვრო გალერეა Modern Art კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას 10 ოქტომბრიდან, სანია კანტაროვსკისა და სკოტ პორტნოის კურატორობით, 17 დეკემბრამდე მასპინძლობს.

კარლო კაჭარავა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მან ექსპრესიული ილუზიის, ფუტურიზმისა თუ კომიქსების შტრიხებით შექმნილი ნამუშევრები,სამუდაომ აჩუქა მსოფლიოს. საზღვრებს გარეთ პირველად მისი ნამუშევრები გარდაცვალების შემდეგ, 1998 წელს ნიუ-იორკის ჯოის გოლდსტეინის გალერეაში გამოიფინა.