ძველეგვიპტური ქანდაკებები კინაღამ ნაგავთან ერთად გადაყარეს

40

ინგლისის ქალაქ სადბერიში გამართულ აუქციონზე ეგვიპტური სფინქსების სტატუეტები 195 ათას ფუნტად გაიყიდა. ქანდაკებების მფლობელები მათ 15 წელი აგარაკზე ინახავდნენ და თვლიდნენ, რომ ეს ნივთები არაფერს წარმოადგენდა.

არტეფაქტების უნიკალურობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახმა აგარაკის გაყიდვისას ფიგურების შეფასება მოინდომა.

“ჩვენ ადგილობრივი ოჯახი დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ ბევრი ნივთის უტილიზაცია სურდათ”, – აცხადებს აუქციონისტი ჯეიმს მანდერი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების დასკვნით სტატუეტების ასაკი 5000 წელია.