პიკასოს ნამუშევრის ქვეშ სხვა ნახატი აღმოაჩინეს

33

შიშველი ქალის გამოსახულება პაბლო პიკასოს ნამუშევრის ქვეშ იმალებოდა. გამოსახულების დანახვა რენტგენოფლუორესცენტული ანალიზით გახდა შესაძლებელი. კომპანიამ Oxia Palus ხელოვნური ინტელექტისა და 3D ბეჭდვის საშუალებით ტილო აღადგინა.

ნამუშევარი “ბრმის საუზმე” პიკასოს შემოქმედების “ცისფერ პერიოდს” განეკუთვნება და ის 1903 წელს დაიხატა.

“როგორც ჩანს, მას არ სურდა ნამუშევრის გადაკეთება, თუმცა ღარივი იყო, ხოლო სახატავი მასალები ძვირი ღირდა. ამ ქალის მიმართ კი როგორც ჩანს, მას გრძნობები ჰქონდა, რადგან მსგავსი ფიგურა სხვა ნამუშევრებზეც მეორდება”, – აცხადებს კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯორჯ კანი.