სუპერმენი ორიენტაციას იცვლის

129

პერსონაჟი სუპერმენი ახალ კომიქსებში ორიენტაციას შეიცვლის. ამის შესახებ გამომცემლობამ DC Comics-მა განაცხადა.

საუბარია სუპერგმირის კლარკ კენტ ჯონის ვაჟზე, რომელიც ახალი სიუჟეტით ბისექსუალია.

ახალ თავგადასავლებში, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გამოიცემა, სუპერმენისა და მამაკაცი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობენ.

როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, ახალ კომიქსებში პერსონაჟი მსოფლიოს გადარჩენის გარდა, პირადი ცხოვრებითაც დაკავდება.