Disney-ს ლეგენდარული ანიმატორი გარდაიცვალა

35

Disney-ს ლეგენდარული ანიმატორი რუთი ტომპსონი გარდაიცვალა. ის 111 წლის იყო.  სწორედ ტომპსონი მუშაობდა ისეთ ცნობილ ანიმაციურ ფილმებზე, როგორებიცაა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „დამბო“,„მძინარე მზეთუნახავი“, „მერი პოპინსი“, „არისტოკრატი კატები“, „პინოქიო“, „რობინ ჰუდი“ და სხვა. ცნობისთვის, რუთი ტომპსონი დისნეის ანიმატორი 40 წლის განმავლობაში იყო.