ჯოან როულინგის ახალი წიგნი გამოიცა

34

ჰარი პოტერის შესახებ წიგნების ავტორმა ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი გამოსცა. “საშობაო გოჭი” ბრიტანულ ქსელში Waterstones იყიდება.

წიგნი 7 წლის ჯეკის შესახებ გვიამბობს, რომელიც უცნობ ქვეყანაში თავისი სათამაშოს, გოჭი პოკის გადასარჩენად მიემართება.

“ეს არის ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიკარგო და იპოვო შენი თავი. სიყვარულზე და იმაზე, რაც მუდამ რჩება ჩვენში. ეს წიგნი არის იმედსა და გამძლეობაზე”, – აცხადებს მწერალი.