Easy A-ის გაგრძელებას ემა სტოუნის გარეშე გადაიღებენ

583

კომედიური ჟანრის ფილმს Easy A გაგრძელება ექნება, თუმცა ფილმში ემა სტოუნს ვეღარ ვიხილავთ.

“სამწუხაროდ ემა ფილმში არ იქნება. ისტორია კი სტუდენტების ახალი ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს”, – ამბობს ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ზეინ დევინი.

ფილმი პირველად 2010 წელს გამოვიდა. როგორც კინოსტუდიაში Screen Gems ამბობენ, ფილმის სპინოფის სცენარს კვლავ ბერტ როიალი დაწერს.

შეიძლება ითქვას, რომ Easy A ემა სტოუნის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურათია. სწორედ ამ ფილმზე მუშაობის შემდეგ მიიწვია ტეიტ ტეილორმა ის The Help-ში სათამაშოდ.