ევროვიზიის 66-ე მუსიკალური კონკურსი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება

229

ბოლო ევროვიზიის კონკურსზე გამარჯვებული იტალიური ჯგუფი Måneskin იყო. სწორედ ამიტომ 2022 წელს მუსიკალური კონკურსს იტალია უმასპინძლებს.

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 2022 წლის 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს დახურულ არენაზე „პალაოლიმპიკოზე“ გაიმართება, ნახევარფინალები კი, 10 და 12 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ და ევროპის მაუწყებელთა კავშირი EBU იქნებიან. იტალია 1991 წლის შემდეგ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს პირველად მასპინძლობს.