ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი ახალ წიგნში სახელად My Body, სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, რომლის მსხვერპლიც რობინ ტიკის ჰიტად ქცეული მუსიკალური კლიპის Blurred Lines-ის გადაღებაზე იქცა. 30 წლის მოდელი თავად რობინს ახსენებს და ამბობს რომ ის მას უნებართვოდ ეხებოდა.
“არსაიდან უცხო ადამიანის ცივი ხელები ვიგრძენი ჩემს შიშველ მკერდზე. ინსტიქტურად უკან გავიწიე და რობინს შევხედე” – წერს ემილი.
ვიდეოკლიპის რეჟისორი დანიელ მარტელი ემილი რატაკოვსვკის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს: “მახსოვს ის მომენტი, როდესაც რობინმა ემილის მკერდს ჩაავლო ხელი, რობინი ემილის უკან იდგა, ორივე მათგანს კი პროფილში ვხედავდი”.
რეჟისორი აცხადებს, რომ ტიკმა ცოტახანში რატაკოსვკის ბოდიში მოუხადა.