თბილისის თანამედროვე ბალეტის ახალი დადგმისთვის მუსიკა ოსკაროსანმა კომპოზიტორმა დაწერა

350

25 ოქტომბერს, 19:00-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა – „ბეატრიჩე“. აღნიშნული დადგმისთვის მუსიკა ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელმა კომპოზიტორმა, დარიო მარიანელიმ დაწერა.

იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელია დავით მაზიაშვილი, ხოლო კოსტიუმების დიზაინერი გახლავთ თამუნა ინგოროყვა.

მონაწილეობენ:

ბეატრიჩე – მარიამ დარჩია;

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“;

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.