The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

170

აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია. მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული ულევი წარმატების პარალელურად აბელი საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული.

ვარსკვლავმა სხვადასხვა ორგანიზაციების დასახმარებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოთხ მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. აბელ ტესფაიე ამჟამად გაეროს მსოფლიო კვების პროგრამაშია ჩართული.

რამდენიმე საათის წინ დასავლეთ ჰოლივუდში ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე შემსრულებელი UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს.

No description available.
No description available.