ბრიტანელი კომპოზიტორის ენდრიუ ლოიდ უებერის განცხადებით, მისი ნაწარმოების “კატების” ბროდვეის ვერსია იმდენად არ მოეწონა, რომ ძაღლი იყიდა.
“საშინელი შეცდომა მოხდა. უბრალოდ ვუყურებდი და ვფიქრობდი: “ღმერთო, არა”. 70 წლიანი ცხოვრების განმავლობაში პირველად ვიყიდე ძაღლი. ამგვარად, ერთადერთი კარგი რამ, რაც ამის შედეგად მოხდა – ჩემი პატარა ლეკვია”, – აცხადებს კომპოზიტორი.