Youtube-მა R Kelly-ს არხები დაბლოკა

199

Youtube-მა 54 წლის ამერიკელი მუსიკოსისა და პროდიუსერის R Kelly-ს ორი არხი მას შემდეგ დაბლოკა, რაც მომღერალი სასამართლომ სექსუალურ დანაშაულში დამნაშავედ ცნო.

ერთ არხს, RKellyTV–ს 3,5 მილიონი გამომწერი, ხოლო მეორეს, RKellyVevo–ს 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

Youtube-ს გარდა მუსიკოსის ანგარიშები დაბლოკა პლატფორმებმა Facebook, Twitter და Instagram. აღსანიშნავია, რომ R Kelly-ს ნაწარმოებები კვლავ ხელმისაწვდომია სერვისებზე YouTube Music, Spotify და Apple Music.