ხმისჩამწერმა კომპანიამ BMG Entertainment ამერიკელი მომღერლის ტინა ტერნერის ყველა კომპოზიციაზე უფლებები მოიპოვა.
“BMG სიამაყით გაცნობებთ, რომ როკ–ენ–როლის დედოფლის, ტინა ტერნერის ნაწარმოებებზე უფლებები შევიძინეთ”, – აცხადებენ კომპანიაში.
მომღერლის კატალოგში 10 სტუდიური და ორი საკონცერტო ალბომია, ასევე მასში ორი საუნდტრეკი და ხუთი კრებული შედის. რა ფასად გაყიდა ტერნერმა უფლებები უცნობია.