ქუთაისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

1067

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. მიზეზად ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება სახელდება.

ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.პროგრამის მიხედვით, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გრანდიოზული კონცერტი და ელექტრონული მუსიკის საღამო იგეგმებოდა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup) ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.