ტაბლოიდები კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის შერიგებაზე ალაპარაკდნენ

236

კიმ კარდაშიანის და მისი მეუღლის კანიე უესტის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა რაც უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების განხილვის საგანია. მას შემდეგ რაც კიმმა სასამართლოს მეუღლესთან განქორწინების თხოვნით მიმართა, ეს ამბავი ყველასთვის ინტერესის საგანი გახდა. ყურადღების ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო რომ იმ პერიოდში კანიე უესტი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში იყო ჩართული.

მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანმა ქანიე ვესტის ახალი ალბომის Donda-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, უცხოური გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ წყვილი ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, რაც რამდენიმე დღის წინ პაემანზე მიმავალმა ვარსკვლავურმა წყვილმა თავადაც დაადასტურა.