The Rolling Stones–ის ჩრდილოეთ კაროლინაში დაგეგმილ კონცერტამდე, ჯგუფის სოლისტი მიკ ჯაგერი ადგილობრივ ბარს Thirsty Beaver-ში შევიდა. მუსიკოსმა სრულ სიმშვიდეში მიირთვა სასმელი, რადგანაც ბარის სტუმრებიდან ის ვერავინ იცნო.
აღსანიშნავია, რომ ბარის სტუმრებს შორის იყო ხალხი, რომლებიც სწორედ ჯგუფის კონცერტზე აპირებდნენ წასვლას.
მუსიკოსმა საკუთარ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა.
Out and about last night in Charlotte, NC pic.twitter.com/BWssvivAII
— Mick Jagger (@MickJagger) September 30, 2021