როგორც ახლახანს გაირკვა ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა რეპერმა ემინემმა დეტროიტში საკუთარ სპაგეტის რესტორანს გახსნა. ადგილზე მისულ სტუმრებს კი საკვებით თავად უმასპინძლდებოდა. ემინემის რესტორანს Mom’s Spaghetti ჰქვია. ეს სახელი რეპერმა თავისი ჰიტის — Lose Yourself-ის ტექსტიდან შეარჩია.
რესტორნის გახსნის შესახებ ოსკაროსანმა და გრემის მფლობელმა ემინემმა გულშემატკივრებს რამდენიმე დღის წინ ტვიტერით აცნობა.
გარდა იმისა, რომ ემინემი გულშემატკივრებს სპაგეტით უმასპინძლდებოდა, თან ესაუბრებოდა და მათთან ფოტოებს სიამოვნებით იღებდა.
