ფრენსის ბეკონის ნამუშევრების გაყალბებაში ბრალი მისსავე მეგობარს ედება

401

ფრენსის ბეკონის მემკვიდრეობის ფონდი მხატვარ ბარი ჯოულს ოსტატის ნამუშევრების გაყალბებაში ბრალს სდებს. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, არქივში, რომელიც 1200 ესკიზს, ფოტოსურათებსა და დოკუმენტაციას ფლობს, 2004 წელს ბარი ჯოულის მიერ გალერეა ტეიტს გადაეცა. არქივი 20 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, თუმცა, მასში ბეკონის ნამუშევრები არ არის.

კვლევაში “ფრენსის ბეკონი: ჩრდილები” ფონდის მხატვარი წერს: “მასალის ისტორია, როელიც ჯოულს უკავშირდება ნახევრად სიმართლითა და წინააღმდეგობებითაა სავსე. ბეკონის ნამუშევრების იმიტაცია მარტივი არაა. თუმცა, არქივის ავტორმა ბარი ჯოულმა ამის გაკეთება გაბედა”.

სპეციალისტები ნამუშევრებში უამრავ შეუსაბამობას ამჩნევენ. კერძოდ, ნამუშევრებზე აღმოცენილია ნახშირის კვალი, რომელიც ბეკონის სახელოსნოში არასოდეს გამოიყენებოდა. ამასთან,. ნაპოვნია მსგავსება ბარი ჯოულის ხელწერასთანაც.

ბარი ჯოული ფრენსის ბეკონთან 15 წელი მეგობრობდა.