ფრედი მერკურის დაკარგული სიმღერის ჩანაწერი იპოვეს

225

ფრედი მერკურის დაკარგული სიმღერის ჩანაწერი იპოვეს. მას ათწლეულები ეძებდნენ.პრემიერა რამდენიმე საათის წინ BBC-ის რადიოში შედგა. ახლად აღმოჩენილ ჩანაწერში ფრედის ხმა სუფთად ისმის, ვიდეო კი მაღალი ხარისხისაა.

სიმღერის სახელია Time Waits For No One და ის 1986 წლის მიუზიკლის, Time-ის საუნდტრეკად დაწერეს. სიმღერა 1960 წელს კომპოზიტორმა დეივ კლარკმა დაწერა.

“ფრედი სიმღერის ყველა სიტყვას გრძნობდა”, — ამბობს ის და დასძენს, რომ ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც ჩანაწერი Queen-ის სოლისტის შესრულებით პირველად მოისმინა.