არქეოლოგებმა მსოფლიოსგან იზოლირებული გამოქვაბული იპოვეს

386

გიბრალტარის კლდეზე, გორამის კომპლექსში ახალ გამოქვაბულს მიაგნეს, რომელიც უკვე 40 ათასი წელია მსოფლიოსგან იზოლირებულია. მეცნიერები თვლიან, რომ აღმოჩენა დიდ ინფორმაციას მიაწვდით მათ ნეანდერტალელებზე და მათი ცხოვრების წესზე.

გარდა ამისა, არქეოლოგებმა მიწისძვრის ნიშნებიც იპოვეს.

“ეს ნამდვილი ოთახია. ასეთი აღმოჩენა ტუტანჰამონის აკლდამის პოვნის მსგავსი მოვლენაა. თქვენ იქ აღმოჩნდით, სადაც უკვე 40 ათასი წელია არავინ ყოფილა”, – აცხადებს გიბრალტარის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, კლაივ ფინლეისონი.