კარდაშიანები ახალი რეალითი შოუსთვის ემზადებიან

360

2007 წლიდან კარდაშიანების ყოველდღიურ ცხოვრებას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. 20 სეზონის და 14 წლის შემდეგ Keeping Up with Kardashian’s დასრულდა რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა.

კიმ კარდაშიანმა საკუთარი სოციალური ქსელში გამოსამშვიდობებელი ტექსტიც კი გამოაქვეყნა.

„ძალიან რთული იყო ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, 14 წლისა და 20 სეზონის შემდეგ ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში გვიყურებდა. საბოლოო სეზონი 2021 წელს გამოვა. Keeping Up With The Kardashians-ის გარეშე ვერ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ. სწორედ ამ შოუმ გვაქცია ისეთ ადამიანებად, როგორებიც დღეს ვართ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი კარიერის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება“.

სულ რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ ისინი ახალ რეალით შოუს აანონსებენ. თავდაპირველად ჭორის დონეზე იყო ეს ინფორმაცია გავრცელებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ კიმმა ელენთან დაადასტურა ამ ინფორმაციის სიმართლე.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა სახის რეალითი შოუ იქნება, ყველა მათგანი მიიღებს თუ არა მონაწილეობას და რატომ გადაწყვიტეს თავიდან მათი ყოველდღიური ცხოვრების გამოჩენა, თუმცა დადასტურებით ვიცით რომ რეალითი შოუ კვლავ შედგება!