The Weeknd-ისა და დრეიკის შესახებ კანადის უნივერსიტეტი ლექციებს ჩაატარებს

71

კანადაში მდებარე რაირსონის უნივერსიტეტის კრეატიული სკოლა 2022 წლის დეკემბრიდან დრეიკისა და The Weeknd-ის შესახებ სალექციო კურსს ჩაატარებს. დარეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა უკვე ძალიან დიდია. აღსანიშნავია რომ კურსის გავლის პერიოდში მათი სიმღერების ტექსტებს აქტიურად გაარჩევენ.

“როცა ტორონტოდან ორი შავკანიანი კანადელი არტისტი გყავს, რომლებიც რეპს, რიტმ-ენდ-ბლუზსა და პოპს ასრულებენ და მომავალში უდავოდ მილიარდერობის გზას ადგანან, ფაქტია, რომ მათგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი” – ამბობს სალექციო კურსის ლექტორი დალტონ ჰიგინსი.

ჰიგინსი იმედს იტოვებს, რომ სალექციო კურსის კარგ შედეგს გამოიღებს და სტუდენტებს ისეთ კითხვებს გაუჩენენ ან ისეთ თემებზე დააფიქრებენ რაზეც აქამდე არ უფიქრიათ.