არქეოლოგებმა ანტიკური VIP ადგილები იპოვეს

86

თურქეთის პროვინცია იზმირის ანტიკურ ქალაქ პერგამში, არქეოლოგიური გათხრებისას, უძველესი ამფითეატრის დამუშავების დროს 1800 წლის VIP მაყურებლების ადგილები აღმოაჩინეს.

გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების განცხადებით, ამფითეატრი რომის ეპოქაში აშენდა და კოლიზეუმის ასლს წარმოადგენდა. მასში 50 ათასი მაყურებელი იყრიდა თავს, თუმცა იყო ხუთი, განსაკუთრებული ადგილიც.

“აქ სურდათ კოლიზეუმის ასლის აშენება, რომელიც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს უმასპინძლებდა. თუმცა, უმაღლესი ფენის ან დიდგვაროვანი ოჯახების წარმომადგენლებს სპეციალურ სექციებში ცალკეული ადგილები ჰქონდათ”, – აცხადებენ არქეოლოგები.