ჯონ ლენონის აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდა

140

კასეტა, რომელზეც ბრიტანელი მუსიკოსის ჯონ ლენონის ინტერვიუ და აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერაა ჩაწერილი, დანიაში ჩატარებულ აუქციონზე 370 ათას კრონად გაიყიდა.

როგორც სააუქციონო სახლი Bruun Rasmussen აცხადებს, ლოტის ფასი წინასწარი შეფასებით 31–47,5 ათასი დოლარი იყო.

ჩანაწერი 1970 წლის 5 იანვრით თარიღდება, როცა ლენონი თავის მეუღლესთან იოკო ონოსთან ერთად დანიაში იყო ჩასული.