Ferrari-მ Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერთან კონტრაქტი გააფორმა

304

კომპანიამ Ferrari და ჰოლანდიურმა ჰოლდინგმა Exor, Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერთან ჯონი აივთან კონტრაქტი გააფორმეს. თანამშრომლობა მრავალწლიანი იქნება და ლუქს კლასის სფეროში შედგება.

“ეს პარტნიორობა გააერთიანებს Ferrari-ს ლეგენდარულ წარმოებას და LoveFrom-ის გამოცდილებას, რაც არაჩვეულებრივ პროდუქტს შექმნის და შეცვლის სამყაროს”, – ნათქვამია Ferrari-ს განცხადებაში.