R Kelly სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

365

ნიუ–იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მუსიკოსი და პროდიუსერი რობერტ სილვესტერ კელი ქალებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, კელი სარგებლობდა პოპულარობითა და სიმდიდრით, ჰპირდებოდა მსხვერპლს, რომ კარიერის გაკეთებაში დაეხმარებოდა. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ მუსიკოსი სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა მათზე.

კელი ბრალდების 9 პუნქტით დამნაშავედ ცნეს, ხოლო განაჩენს მას 2022 წლის 4 მაისს გამოუტანენ.