ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა GPS-ით ნირვანას ალბომის ყდა დახატა

407

ამერიკული როკ-ჯგუფ ნირვანას ცნობილი ალბომის, Nevermind-ის გარეკანი ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა პიტ სტოუკსმა გააცოცხლა. ამისათვის მან ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას ირგვლივ დაახლოებით 150 კმ გაიარა.

იმისათვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია პიტმა აპლიკაცია STRAVA გამოიყენა რომელიც GPS-ის საშუალებით მუშაობს. ეს მისი პირველი ნამუშევარი არაა. მას GPS-ით აქამდე ბეთჰოვენი, დრაკონი, დინოზავრი, მელიაც დაუხატავს.

ბავშვის გამოსახულების დახატვას დაახლოებით 8 საათი დასჭირდა. პიტმა პატარა მოგზაურობა ნირვანას ცნობილი ალბომის 30 წლის იუბილეს მიუძღვნა.