Slipknot–მა საკუთარი ვისკის გამოშვების შესახებ განაცხადა

424

ამერიკულმა მეტალ–ჯგუფმა Slipknot საკუთარი ვისკის გამოშვების შესახებ განაცხადა. სასმელი “No. 9 Iowa Whiskey ” ამერიკის 50 შტატში 2019 წლის 10 აგვისტოდან გაიყიდება.

“Slipknot და Cedar Ridge Distillery ორი ჯგუფია, რომლებიც აიოვაში დაბადნენ და გაიზარდნენ. ჩვენ გავერთიანდით, რათა ვისკი შეგვექმნა”, – განაცხადა შონ კრეიენმა.

წინასწარი ინფორმაციით 45 გრადუსიანი სასმელი 39,99 დოლარი ეღირება, ხოლო 49,5 გრადუსის მქონე 69,99 დოლარი.