ბილი აილიშმა სელფის გამო 100 ათასი გამომწერი დაკარგა

239

მომღერალმა ბილი აილიშმა ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 100 ათასი გამომწერი მხოლოდ სელფის გამო დაკარგა.

კარიერის დასაწყისში მომღერალმა გადაწყვიტა დიდი ზომის ტანსაცმლით დაეფარა სხეული, რათა მისი სექსუალიზაცია არ მომხდარიყო. ახლა, 19 წლის ასაკში მან უეცრად შეიცვალა იმიჯი.

“ხალხი მოგონებებით საზრდოობს და შეჩვეულები არიან მათ, მაგრამ ეს ძალიან არაადამიანურია. 100 ათასი გამომწერი მხოლოდ მკერდის გამო დავკარგე. ხალხს აშინებს დიდი მკერდი”, – აცხადებს აილიში.