Balenciaga-ს ჩაჩაჩული შარვლის გამო რასიზმში ადანაშაულებენ

90

ალბათ ყველას ახსოვს არც ისე ლამაზი ტრენდი 90-იანი წლებიდან როდესაც ჩაჩაჩული სპორტული შარვლიდან ტრუსი მოჩანდა, შემდეგ უკვე 2000-იან წლებში ამერიკის ზოგიერთ შტატში აიკრალა მსგავსი სტილი რაც კრიტიკოსებმა მაშინ დისკრიმინაციულ ქმედებად შეაფასეს.

მოგეხსენებათ, ბალენსიაგა არასოდეს უშინდება ძველი სტილის ახლებურად გადაკეთებას და სწორედ ამიტომ ხშირად ბრენდი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ამჯერად ბალენსიაგას ამ სტილის დაბრუნებისთვის ( რომელიც 1, 990 $-ად არის შეფასებული) უჩივიან და რასიზმში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში ამ შარვალს ძალიან ცუდი გამოხმაურება ჰქონდა.

“ისეთ კანონებს უარსებია, რომლებმაც ჩაჩაჩული შარვლები არალეგალურად გამოაცხადა და ამ დროს დიზაინერები შემოსავალს იღებენ იმისთვის, რისთვისაც შავკანიანი ადამიანების კრიმინალიზება ხდება. ამაზრზენია”, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე. საზოგადოების მეორე ნაწილი შარვალს რასისტულად არ აფასებს. მათი თქმით, მსგავსი სტილი 90-იან წლებში საკმაოდ გავრცელებული იყო.