Placebo ახალი სინგლით დაბრუნდა

72

ბრაიან მოლკომ და სტეფან ოლსდალმა ხუთი წლის შემდეგ პირველი სინგლი “Beautiful James” გამოუშვეს.

“თუ სიმღერა ხალხს აღელვებს, აღიზიანებს, ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ჩემთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მსმენელმა საკუთარი ისტორია იპოვოს მასში”, – აცხადებს მოლკო.