დემნა გვასალიას ნამუშევრებს პუპულარული თამაშის Fortnite-ს გმირები მოირგებენ

123

მოდის სახლი Balenciaga კვლავ აგრძელებს Epic Games-თან თანამშრომლობას. პირველად მათი თანამშრომლობა გასულ წელს შედგა, როდესაც ბრენდმა ახალი კოლექცია ვიდეო თამაშით წარადგინა. ახლა კი, Epic Games-ის პოპულარული თამაშის Fortnite-ს გმირებს დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი სამოსი ეცმევათ. მოთამაშეებს კი ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ ოთხიდან სასურველი ლუქის შეძენა.