„ლაზიერის გამბიტი“ – სერიალს მეორე სეზონი არ ექნება

60

„ემის“ ჯილდოს მფლობელი სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ გადაღებები არ იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს მეორე სეზონი არ ექნება. როგორც რეჟისორმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა სკოტ ფრენკმა განაცხადა, შესაძლოა მეორე სეზონმა   პირველ სეზონში მოთხრობილი ისტორია გააუფასუროს. თუმცა, არ გამორიცხავენ რომ სერიალში მონაწილე მსახიობებთან ერთად სხვა პროექტში კვლავ ითანამშრომლონ.