Sex and the City-ის მსახიობი ვილი გარ­სო­ნი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

72

HBO-ს ამერიკული სატელევიზიო პროექტის Sex and the City-ის მსახიობი ვილი გარსონი, რომელმაც მაყურებლისთვის სტენ­ფორდ ბლე­ჩის დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის შვილმა ნა­თან გარ­სონ­მა გაავრცელა.

“მიყვარხარ, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი. ყოველთვის ყველაზე მკაცრი, თუმცა ყველაზე ჭკვიანი და მხიარული ადამიანი იყავი, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი”.

“მშვიდად განისვენე მამა. მიხარია, რომ ამდენს მიაღწიე და ყოველთვის შეგეძლო გაგეზიარებინა ჩემთვის ყველა შენი ცხოვრებისეული თავგადასავალი.”

მაიკლ პატრიკ კინგმა, Sex and the City-ისა და And Just Like That-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა სამშაბათს განაცხადა, რომ გარსონი ავად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზად კიბოსთან ბრძოლა ითვლება.

No description available.
No description available.