ახალი მსოფლიოს უძველესი რუკა ყალბი აღმოჩნდა

64

იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც ე.წ. ვინლანდის რუკა, რომელიც XV საუკუნით თარიღდება და ახალი მსოფლიოს უძველეს რუკად მიიჩნეოდა, სინამდვილეში ყალბია.

როგორც იელის უნივერსიტეტში აცხადებენ, რუკის დახატვისას გამოყენებულ საღებავში ტიტანის დიდი შემცველობაა, მსგავსი მელნის წარმოება კი მხოლოდ XX საუკუნის ოციან წლებში დაიწყეს.

გეოგრაფიული რუკა უნივერსიტეტში 1957 წელს მოხვდა. რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ მისი არსებობის შესახებ მსოფლიომ შეიტყო. რუკა ამტკიცებდა იმას, რომ კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე ამერიკის კოლონიზაცია ვიკინგებმა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ სიყალბის დამტკიცება მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.