პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს ხელახლა გაიხსნება

81

2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლის ალში გაეხვა. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ვინც ეს ამბავი გულთან ახლოს არ მიიტანა. მეხანძრეებმა მაქსიმალურად შეძლეს ტაძრის სტრუქტურის შენარჩუნება, თუმცა მისი ხის სახურავი სრულიად დაიწვა. ხანძრიდან 2 წლის განმავლობაში სპეციალისტები ნოტრ-დამს რესტავრაციისთვის ამზადებდნენ, ამისთვის მაკრონმა 2019 წელს ივარაუდა რომ 5 წელი დასჭირდებოდათ. უსაფრთხოების ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტაძარში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რომელიც 3 წელიწადში დასრულდება.

2024 წელს ნოტრ-დამი მნახველებისთვის ხელახლა გაიხსნება. ტაძრის დიზაინის შეცვლა არ იგეგმება რადგან როგორც იცით ის ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშადაა აღიარებული.