ნიკ კეივი მემუარებს გამოსცემს

233

როკ–მუსიკოსი ნიკ კეივი შვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე მემუარებს გამოსცემს. წიგნი “Faith, Hope and Carnage” 40 საათიან ინტერვიუს ეფუძნება, რომელიც მუსიკოსმა შონ ო’ჰაგანთან ჩაწერა.

“ეს ინტიმური და საოცარი საუბრებია. ნიკი გულახდილად საუბრობს თავის მუსიკაზე და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ნამუშევრები მომხდარი ტრაგედიის შემდეგ”, – აცხადებს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ნიკ კეივის შვილი არტური 2015 წელს 15 წლის ასაკში დაიღუპა.