ბრიტანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა ტურის Farewell Yellow Brick Road ფარგლებში დანიშნული კონცერტები ევროპაში 2023 წლისთვის გადაიტანა.
“უდიდესი მწუხარებით და დამძიმებული გულით უნდა გაცნობოთ, რომ იძულებული ვარ გადავიტანო 2023 წლისთვის, 2021 წლის ტურის Farewell Yellow Brick Road კონცერტები, რომლებიც ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში უნდა გამართულიყო. უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია ბარძაყის ძვალზე და მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოჰყვება”, – წერს მუსიკოსი საკუთარ Twitter–ში.
Important update on my Farewell Yellow Brick Road Tour.#EltonFarewellTour pic.twitter.com/qyPY2H0t9k
— Elton John (@eltonofficial) September 16, 2021