რომანოვების სამეფო რელიქვიები აუქციონზე იყიდება

39

რომანოვების სამეფო და საგვარეულო რელიქვიები მოსკოვში აუქციონზე გაიყიდება.

“თითოეულ ლოტს საოცარი ისტორია აქვს. მაგალითად, დედოფალ მარიას სააღდგომო კვერცხი სიურპრიზით, რომელიც 1892 წელს კარლ ფაბერჟემ შექმნა. ლოტის სასტარტო ფასი 28 მილიონი რუბლია”, – აცხადებენ სააუქციონო სახლში.

ასევე, გაიყიდება სამი უნიკალური ხატი, რომელთა სასტარტო ფასიც მილიონი რუბლი იქნება.

ლოტებს შორის იქნება სამეფო ოჯახის ხელნაწერები და პირადი წერილებიც.

აუქციონი 2021 წლის 30 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება.