ბროდვეის თეატრები სამუშაოს უბრუნდებიან

43

ბროდვეის თეატრები წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ სამუშაოს უბრუნდებიან. ამ მოვლენის აღსანიშნავად თეატრ “მინსკოფის” დასმა ღია ცის ქვეშ პერფორმანსი მოაწყო.

ტაიმს–სკვერზე ასევე განთავსებულია დიდი ბილბორდი წარწერით “ბროდვეი დაბრუნდა”. როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, სპექტაკლების სრულმასშტაბიანი დაბრუნება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ ბროდვეის თეატრებმა წარმოდგენები 2020 წლის 12 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტეს.