ეგვიპტის უძველესი პირამიდის აკლდამაში ხალხი პირველად შეუშვეს

34

ჯოსერის პირამიდის ტერიტორიაზე არსებული სამხრეთის აკლდამა ტურისტებისთვის 15 წლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა.

“1928 წლიდან, როდესაც აკლდამა აღმოაჩინეს, ვერცერთმა ტურისტმა ინახულა ის. დღეს, 15 წლიანი რესტავრაციის შემდეგ ჩვენ ის გავხსენით,” – აცხადებს ეგვიპტის სიძველეთა და ძეგლტა უმაღლესუ საბჭოს გენერალური მდივანი, მუსტაფა ვაზირი.

აღსანიშნავია, რომ პირამიდის სამხრეთით განლაგებული აკლდამა შესაძლოა ფარაონის შიდა ორგანოების დასაკრძალად ყოფილიყო განკუთვნილი.

აკლდამა 31 მეტრი სიღრმისაა, რომლის ფსკერზეც ვარდისფერი გრანიტის სარკოფაგია. სარკოფაგისგან მიწისქვეშა დერეფნების ქსელია გაყვანილი.