რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე

36

ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 18-24 სექტემბერს ბათუმში გაიმართება და მას კინოთეატრი „აპოლო“ და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი გარკვეული შეზღუვებით და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება ვორქშოპები და სემინარები. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ტრადიციულად, კინოფესტივალის ნაწილი იქნება ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ქართული პროექტი.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.

კინოფესტივალის პროგრამა:

საერთაშორისო კონკურსი / მხატვრული ფილმების სექცია

“ბანდარ ბენდი”, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ.

“უბოლსინი”, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ.

“მდუმარე”, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.

“ჰასანის ვალდებულება”, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.

“შენ ვერ იხილავ ზამთარს”, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021; 72 წთ.

“ევოლუცია”, კორნელ მუნდრუცო, გერმანია.უნგრეთი, 2021, 97 წთ.

“მარტორქა”, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, ოლეგ სენცოვი, 2021, 101 წთ.

“ოთარის სიკვდილი”, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021, 105 წთ.

“რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?”, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021, 150 წთ.

საერთაშორისო კონკურსი / დოკუმენტური ფილმების სექცია

“1970”, ტომას ვოლსკი, პოლონეთ, 2021. 70 წთ.

“ანამნეზი”, ქრის რაიტი & სტეფან კოლბე, გერმანია, 2021; 111 წთ.

“ატლანტიდა”, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/ ყატარი , 2021, 100 წთ.

“აივნის ფილმი”, პაველ ლოზინსკი, პოლონეთი, 2021; 100 წთ.

“საჩუქარი”, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.

“ორმო”, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ.

“საულის და რუბის ჰოლოკასტს გადარჩენილთა ბენდი”, ტოდ ლენდინგი, აშშ, 2020, 80 წთ.

საერთაშორისო კონკურსი / მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

“10:45”, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2021, 14 წთ.

“ნიქოზელი ბავშვები”, ნინო ბენაშვილი, საქართველო, 2021, 31 წთ.

“ორმო”, მარია ჩერნი, საქართველო, 2021, 15 წთ.

“თანაგრძნობა”, ზვიად წიქოლია, საქართველო, 2021, 32 წთ.

“სამზადისი”, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021, 15 წთ.

“ნომერი 26”, გვანცა მეფარიშვილი, საქართველო, 2021, 20 წთ.

“ბოდიში დაგვიანებისთვის”, ლუკა ბერაძე, საქართველო/გერმანია, 2021, 19 წთ.

“აპარატი”, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.

“არზუ” ,რუფატ ალიზადე, თურქეთი, 2021, 6 წთ.

“ბატიკის ოთახი”, მარია ხალპახჩი, უკრაინა, 2021; 25 წთ.

“ორფეროვანი”, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.

“ბრანკა”, აკოს კოვაჩიზი, უნგრეთი, 2021, 20 წთ.

“შავი მზე”, მარი ლარივე, საფრანგეთი, 2021, 20 წთ.

“მამის ბოტასები”, ოლჰა ჟურბა, უკრაინა, 2021, 18 წთ.

“დევეკი”, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, 15 წთ.

“არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა”, ანა არტემიევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი, 2020, 12 წთ.

“გულის სუნთქვა”, აზერ გულიევი, აზერბაიჯანი, 2021, 15 წთ.

“სახლში დაბრუნება”, რაფი მოვსესიანი, სომხეთი, 2021, 18 წთ.

“მიწაში”, კასპერ კელდსენი, დანია, 2021, 14 წთ.

“მოსაწვევი, იანგ თანგი”, ჰაო ჯაო, ჩინეთი, 2021, 13 წთ.

“ლეოპოლისის ღამე”, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021, 26 წთ.

“როგორც მიკონოში”, ალესანდრო პორციო, იტალია, 2021, 15 წთ.

“მარტოსული ლილი”, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021, 22 წთ.

“სიყვარული”, მიხალ ციხომსკი, პოლონეთ, 2020 27 წთ.

“ჩრდილოეთ პოლუსი”, მარია აპჩევსკა, მაკედონია/სერბეთი, 2021; 15 წთ.

საკონკურსო სექციების გარდა, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დიდოსტატთა კოლექცია, ARTDOC FEST-ის სექცია და ქართული პანორამა.

კინოფესტივალის მხარდამჭერები: ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ბათუმის ბულვარი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი და ARTDOC FEST.