აშშ–ში “სიმფსონების” პერსონაჟის სახელი ხიდს მიენიჭა

41

ამერიკის შტატ ორეგონის ქალაქ პორტლენდში მულტიპლიკაციური სერიალის “სიმფსონების” პერსონაჟის, ნედ ფლანდერსის სახელი ხიდს მიენიჭა. როგორც სოციალურ ქსელსი საქალაქო სატრანსპორტო ბიუროს გვერდზეა აღნიშნული, ხიდზე მანქანებით გადაადგილება აკრძალულია.

“ნედ ფლანდერსი კეთილმეზობლური ურთიერთობების სიმბოლოა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ ჩვენს ქალაქში”, – წერია განცხადებაში.