ვან გოგის ნამუშევარი ყალბი აღმოჩნდა?

58

90 წლის ამერიკელი ქირურგი და კოლექციონერი სტიუარტ პივარი ნიუ–იორკის სასამართლოს ვან გოგის მუზეუმის წინააღმდეგ მიმართავს. კოლექციონერის განცხადებით, მუზეუმმა მას ნამუშევრის აუტენტიფიცირებაზე უარი უკანონოდ უთხრა.

პივარმა ტილო 2021 წლის მარტში აუქციონზე შეიძინა, მისივე განცხადებით, ის ვერ დაასახელებს წინა მფლობელებს, რადგანაც საიდუმლოს შენახვის პირობა მისცა მათ. კოლექციონერის მოსაზრებით, ნამუშევარზე საფრანგეთის ქალაქი ოვერ–სიურ–უაზია გამოსახული, სადაც ვან გოგი ბოლო წლებში ცხოვრობდა. ასევე, მამაკაცის განცხადებით ტილოზე მან ამოიცნო თარიღი “1890” და ხელმოწერა “ვინსენტი”. თუმცა, როდესაც საქმე სპეციალისტებს გადაეცათ, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეებმა პივარს იმედი გაუცრუვეს.

“ჩვენი აზრით, აღნიშნული ნამუშევრის ავტორი ვინსენტ ვან გოგი ვერ იქნებოდა. ნამუშევატი სტილისტურად და ტესნიკურად ძალიან შორს დგას ვან გოგის ტილოებისგან, ამიტომ ზედმეტ კვლევებს აზრიც არ აქვს”, – წერს მუზეუმის კოლექციისა და კვლევებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიე ველეკოპი.

სტიუარტ პიკარი ცდილობს სასამართლოს წესით მუზეუმს, კომპენსაციის სახით, 300 მილიონი გადაახდევინოს.