თურქეთი 5000 წლის სტატუეტს ვერ დაიბრუნებს

58

ამერიკის სასამართლომ თურქეთის ხელისუფლებას 5000 წლის მარმარილოს სტატუეტის რეპატრიაციაზე უარი უთხრა. აღნიშნული არტეფაქტი აუქციონ Christie’s-ზე 14,4 მილიონ დოლარად 2017 წელს გაიყიდა. ნიუ–იორკის ფედერალური მოსამართლის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიიდან ნივთის უკანონო გატანის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

დავის საგანი ჩვენს წელთაღიცხვამდე 3000–2200წწ. არის დათარიღებული და მისი წარმომავლობა პრივინცია მანისია. სტატუეტი აშშ–ის ტერიტორიაზე 1960–იანი წლების დასაწყისიდან იმყოფება.

თურქეთის მხარე არგუმენტად მეტროპოლიტენ მუზეუმის ყოფილი დირექტორის მემუარებს იყენებს, სადაც წერია, რომ ანტიკვარი ჯ.ჯ. კლეიმანი კონტრაბანდისტი იყო. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული ფაქტი საკმარისად არ სცნო და სტატუეტი ამერიკის ტერიტორიაზე დარჩება.