ვენეციის კინოფესტივალის გრანპრი პაოლო სორენტინოს ფილმმა მიიღო

54

ვენეციის 78–ე კინოფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა. გრანპრი 2021 წელს იტალიელ რეჟისორს პაოლო სორენტინოს გადაეცა ფილმისთვის “The Hand of God”. ვერცხლის ლომის მფლობელი საუკეთესო რეჟისურისთვის ჯეინ კემპიონი გახდა.

სპეციალური პრემია “კინეო” ბრიტანელ მსახიობს ოლივია უილიამსს ფლორიან ზელერის ფილმში მონაწილეობისთვის გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ უილიამსმა პრემია ყველა ექთანს მიუძღვნა.

“მე ექთნის როლი შევასრულე, რომელიც ხანში შესულ ადამიანს უვლის. ეს მძიმე შრომაა. მინდა ჩემი პრემია იმ ხალხს მივუძღვნა, ვინც ადამიანებზე ზრუნავს”, – განაცხადა მსახიობმა.

.