ადამიანი–ობობას შესახებ პირველი კომიქსი რეკორდულ თანხად გაიყიდა

50

1962 წელს გამოცემული კომიქსი Amazing Fantasy no. 15″, რომელშიც Marvel–ის პერსონაჟი ადამიანი–ობობა პირველად ჩნდება, რეკორდულ თანხად გაიყიდა.

აუქციონზე Heritage Auction ბეჭდურ გამოცემაში 3,6 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ლოტი იდეალურ მდგომარეობაში იყო.